ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ოპოზიციას არჩევნების წაგების შემდეგ გარკვეული შფოთვა ექნება

სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ფლობს ინფორმაციას სპეცრაზმის მობილიზების შესახებ, თუმცა, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ნებისმიერი პროვოკაციის თავიდან აცილება.

"სპეცრაზმი მე არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების მობილიზებას არჩევნების დღეს, ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით ყველა ბრიფინგზე. სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ოპოზიციას ექნება გარკვეული შფოთვა არჩევნების წაგების შემდეგ. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩვენ უნდა დაგვაზღვიონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წინა დღეების განმავლობაში,"- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო