დავით ბაქრაძე - რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე ჩამოყვანილი გვყავს ისლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან, საიდუმლო საცავის კარს 8 საათზე გავხსნით, რომ უბნებთან რიგები შეიქმნას

„ქართულმა ოცნებამ“ გაშიფრა ჩვენი ჩანაფიქრი, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე ისლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, საიდუმლო ამ საცავის კარს ზუსტად 8 საათზე გავხსნით და მათ მივუშვებთ უბნებთან, რომ რიგები შეიქმნას ხელოვნურად“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, „ევროპული საქართველო“ აპირებს საარჩევნო უბნების დახურვისას ხელოვნური რიგები შექმნან.

„დიახ, „ქართულმა ოცნებამ“ გაშიფრა ჩვენი ჩანაფიქრი, ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს რამდენიმე ასეული ათასი მოქალაქე ისლანდიიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან, აქამდე დამალული გვყავს საიდუმლო საცავში. ზუსტად 8 საათზე გავხსნით ამ საცავის კარს და ამ ადამიანებს მივუშვებთ უბნებთან, რომ რიგები შეიქმნას ხელოვნურად. ცოტა სერიოზულად რომ გიპასუხოთ ამ აბსურდულ ბრალდებაზე, როგორც ჩანს, ძალიან გადაეღალათ გონება „ქართულ ოცნებაში“ და დღეს 8 საათის შემდეგ ექნებათ დასვენების საშუალება. ამიტომ, თითოეულ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მოდით არჩევნებზე, ეს დაპირისპირება, ეს მუდმივი შიზოფრენია, ეს მუდმივი დაშინება გადატრიალებებით და არეულობებით, დღეს 8 საათზე მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი რიგების გარეშე უნდა დავასრულოთ. უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობა და საზოგადოების ერთმანეთთან გადაკიდება და ხვალიდან ვიცხოვროთ ახალ საქართველოში, ცვლილებებით, კონსოლიდაციითა და წინსვლით. მშვიდობიან 8 საათს გისურვებთ ყველას და გისურვებთ ცვლილებებს საქართველოში დღეს, 8 საათის შემდეგ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა