შს სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს გლდანში დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობის" დამკვირვებელი ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს გლდანში დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, "კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ 84-ე საარჩევნო უბანთან".

„ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახა კალაძის ბავშვობის მეგობარი, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს. ამ დროს პოლიცია მივიდა და ჩვენი ოფიციალური დამკვირვებელი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს", - განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა