ირაკლი კობახიძე ამომრჩევლებს - თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში განსაკუთრებულია

თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა ყველა ამომრჩეველს დიდი მადლობა გადავუხადო, განურჩევლად ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს მინდა გამოვუცხადო მადლობა. თითოეულ ადამიანს, ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით, აქ ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციიდან და მათ მადლობა. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. გაუმარჯოს საქართველოს, ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს