ბიძინა ივანიშვილი - გილოცავთ, აი, რა მაგარი ხალხი ვართ - არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი

გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია, არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მან საზოგადოებას „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ხაზგასასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს არჩევნებში“.

„გილოცავთ, აი რა მაგარი ხალხი ვართ ქართველები. მოდი, მადლობა გადავუხადოთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ ახალგაზრდებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, თქვენ გამჭრიახი გონებისთვის.

დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ საქართველომ ჩაატარა ღირსეული არჩევნები, გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია, არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი. გაძლევთ პირობას, რომ „ქართული ოცნება“ როგორც იყო სახალხო, ისევე იქნება სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ, ჩვენს ამომრჩეველს, გაუმარჯოს ჩვენს მომავალ გამარჯვებებს! გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!- განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა