გიორგი კახიანი - მინდა, ყველას გამარჯვება მივულოცო, ეს არის მთელი ქვეყნის გამარჯვება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მისივე განმარტებით, დღეს მოქალაქეებმა სწორი არჩევანი გააკეთეს.

„მინდა, ყველას გამარჯვება მივულოცო, რადგან ეს არ არის მხოლოდ "ქართული ოცნების" გამარჯვება, ეს არის მთელი ქვეყნის გამარჯვება. მიხარია, რომ მოქალაქეებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. რაც შეეხება თავად არჩევნებს, ყველამ ნახა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით იმ ინციდენტებს, რომელიც ძალით ხდებოდა. მთლიანობაში არჩევნები ძალიან მშვიდად ჩატარდა და ამის აღიარება მოუწევს იმ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ჯერ კიდევ არ აღიარებს ამ შედეგს, მაგრამ ძალიან მალე მოუწევთ აღიარება",- განაცხადა კახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო