მამუკა მდინარაძე - ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, სრული აგონია აქვთ, მათი ბელადის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ და მიხვდებით

ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, სრული აგონია აქვთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ქვეყანას ასცდა დიდი უბედურება, ვინაიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოიპოვა უპირატესობა.

„ ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, იმიტომ რომ ისინი 8 წელი ელოდებოდნენ რევანშს. მართლა მჯერა, რომ დარწმუნებულები იყვნენ, 8 წლის შემდეგ, ისინი ამ რევანშს მოახერხებდნენ. ახლა სრული აგონია აქვთ, სახეებზე შეგიძლიათ შეხედოთ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ. მათი ლიდერის, მათი ბელადის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ, რას საუბრობს. კომენტარიც არ სჭირდება უნდა მოუსმინო, რასაც საუბრობს რეალური მონაცემების ფონზე და მიხვდებით, რამდენად აგონიაში არიან ეს ადამიანები.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღევანდელი „ქართული ოცნების“ გამარჯვებით მათი შვილებისთვის, ყველასთვის თანაბრად იქნება უზრუნველყოფილი ხვალინდელი გაცილებით უკეთესი დღე. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ოჯახის წევრი იქნება.

მათაც მივულოცავდი ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ ქვეყანა ასცდა ძალიან დიდ უბედურებას რომ მათ ვერ მოიპოვეს უპირატესობა.

„ქართული ოცნების“ გამარჯვებით საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ გაჩნდა იმის გარანტია, რომ ქვეყანა წინ წავა და განვითარდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს