„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 51.36 %-იანი მხარდაჭერა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25,38 %-იანი

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო შედეგების მიხედვით,"ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 51.36 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა 25,38 %-მა დაუჭირა მხარი.

Survation-ის ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 51,36 % ; "ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 25,38 % ; "ბაქარაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო" - 4, 20 % ; "გირჩი" - 3,65 % ; "ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 2, 94 % ; "ბლოკი გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 2,47 % ; "დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი" - 2,36 % ; "შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია" - 1, 23 % ; "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" - 1, 11 %. urvation-ის 20:00 საათიან მონაცემებში უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა, რომლის ცდომილებაც 1.2%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა