მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვაქვს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე ipsos-მა აჩვენა - ეს დიდი გამარჯვების დღეა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმაზე უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ეს ipsos-ის კვლევამ აჩვენა.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებს მიმართა და მოუწოდა მოწოდების სიმაღლეზე დადგნენ, არ დაუშვან კომპრომისები.

„მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“, ერთიანი ოპოზიციის და ასევე ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში. ჩვენ გვაქვს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრეს „იფსოსმა“ აჩვენა. ახლა მთავარია თითოეული თქვენგანი ბოლომდე იყოს მოწოდების სიმაღლეზე, არანაირი კომპრომისი არ დაუშვათ, ეს არის დღევანდელი ჩვენი დიდი გამარჯვების დღე. ივანიშვილის, ამ გაუგებრობის ხელისუფლებიდან ჩამოშორების დღე. ყველაფერი ბოლომდე თქვენი გასაკეთებელია. თქვენი დიდი იმედი მაქვს. თითოეული თქვენგანის ვალში იქნება მთლიანად საქართველო თუ ახლა კარგად იმუშავებთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული 17.00 საათის ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების - 5% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ - 4% მიიღო, "პატრიოტთა ალიანსმა" - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, „გირჩი“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“ - 2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“ - 1%, „მოქალაქეები“ - 1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა, რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს. აღნიშნული კვლევა საფრანგეთმა ჩაატარა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა