გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, ლომებივით იცავენ ხმებს - ხელისუფლებას არ შევარჩენთ გაყალბების არცერთ მცდელობას

ბატონებო, ქუთაისში არაფერი მოგიგიათ, ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

რაც შეეხება სხვა ოლქებს, ვაშაძის თქმით, ეგზიტპოლებმა ზუსტად აჩვენა ამომრჩევლის განწყობა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „მთავარი შედგი მიღწეულია - ოპოზიციამ გაიმარჯვა“.

„ჩვენი პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, ლომებივით იცავენ ხმებს კომისიებში. ხელისუფლებას არ შევარჩენთ არცერთ ხმას და გაყალბების არცერთ მცდელობას. შედეგი ნათელია, საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა. აღარასდროს ეს ხელისუფლება არც ერთპარტიულად და არც ხელისუფლებაში იმედი მაქვს არ იქნება. რომ შევაფასოთ არჩევნები, უცნაური და ჭრელი არჩევნები იყო. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად როგორც ქუთაისში, დეკორაციები იყო კარგად შესახედი, ჩატარდა ყველაფერი წყანარად და მშვიდად, ექსცესების გარეშე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საკმაოდ უხეში ფიზიკური ზემოქმედება მოახდინეს „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატზე. რამდენიმე უბანზე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა გაყალბებისთვის და არც იქ ერიდებოდნენ ფიზიკურ ძალას, მაგალითად 30-ე უბანში. პრინციპში, ქუთაისი და კიდევ რამდენიმე ოლქი გამოირჩეოდა იმ უმსგავსობით, რაც გლდანში და მარნეულში იყო. დაველოდოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მთავარი შედგი მიღწეულია - ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა