ოთარ კახიძე - "ევროპული საქართველოს" მონაცემებით, პროდასავლურ ოპოზიციას აქვს უმრავლესობა მოპოვებული და საბოლოოდ ხელისუფლების ბედს გადაწყვეტს მეორე ტური

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ კახიძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" 40% დააგროვა და ოპოზიციამ მოიპოვა უმრავლესობა.

ოთარ კახიძის თქმით, საბოლოდ ხელისუფლების ბედს მეორე ტური გადაწყვეტს.

"არჩევნები ჩატარდა უცნაურ გარემოში, პანდემიის ფონზე მოგვიწია მუშაობა, ამას თანერთვოდა ხელისუფლების დიდი ფინანსური რესურსი, კრიმინალების გამოყენება, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი, ამ ყველაფრის მიუხედავად ხელისუფლებამ "ევროპული საქართველოს" მონაცემებით, დააგროვა დაახლოებით 40%, რაც ნიშნავს, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აქვს უმრავლესობა მოპოვებული და საბოლოოდ ხელისუფლების ბედს გადაწყვეტს მეორე ტური.

ეგზიტპოლების შედეგები ერთმანეთს აცდენილია, აქედან სერიოზულ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. "ევროპული საქათველოს" ყველა წარმომადგენელი რჩება უბნებზე, ვითვლით ხმებს, მნიშვნელოვანია დასრულდეს ივანიშვილის რეჟიმი, შევქმნათ ევროპული კოალიცია და წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ამ კოალიციის ერთ-ერთი მოთამაშე იქნება "ევროპული საქართველო". ქუთაისის მონაცემებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს და ამ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით" , - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს