გიგა ბოკერია - მეორე ტურები იქნება და ყველგან ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ უნდა მივცეთ ხმა

მეორე ტურები იქნება და ამ ტურებში, ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტური იქნება იმ ოლქშიც, სადაც ის კენჭს იყრიდა.

ბოკერიას თქმით, ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა იქნება.

„მიუხედავად იმისა, რაც ვნახეთ მთელი ამ კამპანიის დროს და დღეს განსაკუთრებით ზოგიერთ ოლქში, ხალხმა ხმა მაინც მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, საბოლოო ფაქტობრივი შედეგი გადაწყდება მეორე ტურში. იმ ოლქში, სადაც ჩვენი ვიმყოფებით, ფოთში-ხობში-სენაკში დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და ოცნების კონკურენტი მეორე ტურში ივანიშვილის კანდიდატ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი ბატონი ზოდელავა. რა თქმა უნდა, ისე როგორც ყველგან „ევროპული საქართველო“ საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში, ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ და ჩვენი კონკურენტების, ამ შემთხვევაში ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიან მაჟორიტარებზე და როგორი უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა და როგორი უგუნურება იყო სხვა ოპიზიციური პარტიებისგან ამ გეგმაში მონაწილეობის არმიღება, მაგრამ ეს წარსულია. მეორე ტურები იქნება და ამ ტურებში ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. საერთო პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოტანილია - მიუხედავად უთანასწორო საარჩევნო გარემოსი, მას არ აქვს მანდატი საქართველოს მოქალაქეების და საზოგადოების ქვეყნის მართვაზე და ეს უნდა გაფორმდეს მეორე ტურში მისი ხელისუფლებისგან ჩამოცილებით“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა