„სამართლიანი არჩევნები“ - პრობლემური იყო ხმის მიცემის ფარულობის, მარკირების, წილისყრის წესის, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების და სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები

„სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრისა და უბნების დახურვის პროცესის შეფასებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას განსაკუთრებულად პრობლემური იყო რიგ უბნებზე და მათ მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები.

როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში აცხადებენ, ტენდენციის სახით გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხოფის და მუქარის შემთხვევები.

„„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ხმის მიცემის ფარულობის, მარკირების და წილისყრის წესის, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების და სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები.

საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მასიური სახე ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა. არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები და ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წამოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.

ტენდენციის სახით გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხოფის და მუქარის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს არ დაუშვან მსგავსი ქმედებები“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 85 საჩივარი, საოლქო კომისიებში - 89 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 36 შენიშვნა.

დეტალური ინფორმაცია კენჭისყრის მიმდინარეობისა და უბნის დახურვის პროცესებზე იხილეთ ბმულზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო