სალომე სამადაშვილი - ხვალიდან მეორე ტურის დასრულებამდე პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს

ვფიქრობ, რომ ხვალიდან და მეორე ტურის დასრულებამდე, პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ხვალიდან ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე უნდა დაიწყოს კონსულტაციები.

„დღეს ყველა ხმაა დასაცავი, ხვალიდან კი, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები და მეორე ტურებისთვის მზადება. ვფიქრობ, რომ ხვალიდან და მეორე ტურის დასრულებამდე, პარლამენტის წინ მოედანი ოპოზიციის სათათბიროდ და საზოგადოების შეკრების ადგილად უნდა იქცეს, როგორც 20 ივნისის შემდეგ. როგორც გპირდებოდით, დღეს გავიმარჯვეთ. ახლა, ეს გამარჯვება გასაფორმებელია”, - წერს სალომე სამადაშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა