ირაკლი კობახიძე - ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, დაელოდონ არჩევნების შედეგებს და მოემზადონ, მოემზადონ ასევე მარცხის გაფორმებისთვის

ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ, დაელოდონ დილამდე არჩევნების შედეგებს, ნახონ სად იქნება პირველი ტური, სად მეორე ტური და მოემზადონ, მოემზადონ ასევე მარცხის გაფორმებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან იკრიბებიან.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება საბოტაჟის საშუალებას არავის მისცემს.

„რატომ მიდიან ცესკოში? სასაცილოა. ამას აკეთებენ სულ 2016-ში, 2017-ში, 2018-ში, 2019-ში, ვერ მოიშალეს, 2012- შიც ამას აკეთებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაგრამ ამისთვის აქ არის ხელისუფლება და სახელმწიფო. ბუნებრივია, საბოტაჟის და დესტრუქციის საშუალებას არავის არ მივცემთ. ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ, დაელოდონ დილამდე არჩევნების შედეგებს, ნახონ სად იქნება პირველი ტური, სად მეორე ტური და მოემზადონ, მოემზადონ ასევე მარცხის გაფორმებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დიდ ქალაქებში უმეტესად მეორე ტურები გაიმართება.

„თბილისში, უმეტეს შემთხვევაში არის მეორე ტურები მოსალოდნელი, ასევე სხვა დიდ ქალაქებში: ბათუმში, ქუთაისში და ასევე, არის ორი-სამი სხვა მუნიციპალიტეტი, სადაც მეორე ტური შედგება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 54,72%, „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 23,61%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,99% აქვს. ცესკოს ინფორმაციით, 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 1 085 უბნის მიხედვით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა