მამუკა მდინარაძე - უბნების უმრავლესობაზე ხმების დათვლის პროცესის განზრახ გაჭიანურება ხდებოდა, რის გამოც კომისიაში ოქმების ატვირთვა გვიანდება

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ის რევოლუციური სცენარი, რასაც ისინი თავის რიგებში აანონსებდნენ და ამის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია მოგვდიოდა, რამენაირად მოქმედებაში მოიყვანონ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს სახელმწიფო შემდგარია და ტყუილზე დაფუძნებულ რაღაც მუხტის აწევას, ბუნებრივია, ადგილი ვერ ექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის ინფორმაციით, ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეიტინგი 51%-ია.

„ჩვენ მოგვდის ადგილებიდან ინფორმაციები, რომელიც ითვლება დეტალურად. და დაახლოებით 51%-ია „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი საარჩევნო რეიტინგი, ანუ საარჩევნო შედეგი, ჩვენ საერთო ჯამში 3800-მდე უბნის მონაცემებს ველოდებით და დილით, როგორც ცესკოს ასევე ჩვენ სრული მონაცემი გვექნება, დღეს არ მგონია, რომ ეს მოვასწროთ იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გამთენიაა და ამასთან დაკავშირებით ალბათ დილამდე ბრიფინგები აღარ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან მდინარაძემ აღნიშნა, რომ განზრახ ჭიანურდება ოქმების გადაცემა საოლქო კომისიისთვის და საოლქოდან ცესკოსთვის.

„მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დაკავებული იყვნენ იმ გეგმის შესრულებით, რომელზეც ჩვენ ბოლო დღეებში ვსაუბრობდით, ერთადერთი ბოლო პუნქტი, რაც დარჩათ მათ განსახორციელებელი - არ გამოუვათ. ეს ბოლო პუნქტი გულისხმობს იმას, რომ უბნების უმრავლესობაზე ხდებოდა განზრახ გაჭიანურება ხმების დათვლის პროცესის, იყო პატარ-პატარა მიზეზებზე მოდავება, აქედან გამომდინარე გვიანდება კომისიაში ოქმების ატვირთვა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა