ცესკო-სთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ვაჟა სირაძე მივიდა

ცესკო-ს შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე მივიდა. როგორც სირაძემ შენობასთან შეკრებილებს განუმარტა, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეების შენობაში შესვლას არ ზღუდავს.

„ცესკო არავის არ უზღუდავს შესვლას, მაგრამ განმარტეს, რომ თითოეულ პიროვნებაზე გადავცემთ სახელს და გვარს, თითოეული პარტია იქნება თუ პარტიის წარმომადგენელი არის შიგნით ცესკო-ში შესული, შესაბამისად, თუ შემდგომი პირი შევა, მოხდება მათი ჩანაცვლება. გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო-ს წარმომადგენელი“, - განმარტა სირაძემ.

ცნობისთვის, ცესკოს შენობასთან ხმაურია. ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა. შეკრებილები ცესკო-ს შენობაში შესვლას ითხოვენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს