ნიკა მელია - ხვალ, 16:00 საათზე, ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე - ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია

ოპოზიციის წარმომადგენლები, ხვალ, 1-ელ ნოემბერს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.

„ბევრი შევიკრიბეთ, ბევრი ჩვენი კოლეგა არჩევნების გამო არის სხვადასხვა რეგიონებში გასული და ხვალ ბრუნდებიან დედაქალაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება იყო სწრაფად მისაღები და ეს გადაწყვეტილება მღებულია. ხვალ, 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი. და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. ეს არ იყო არჩევნები და ყველამ დავინახეთ რასთან გვქონდა საქმე. მოკლედ და კონკრეტულად ხვალ ყველა 16:00 საათზე რუსთაველზე“, - განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო