ამ ეტაპზე დათვლილი მონაცემების მიხედვით, გლდანში  ნიკა მელია ლიდერობს, თუმცა მოსალოდნელია მეორე ტური

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 15 უბნის მონაცემის მიხედვით, გლდანის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ლიდერობს, თუმცა მოსალოდნელია მეორე ტური.

აღნიშნულ უბნებზე ხმების დათვლის შედეგად, მელიას მხარს ამომრჩეველთა 44,77 % (4107 ამომრჩეველი) უჭერს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან კობიაშვილს კი 42,3 % (3881ხმა). შესაბამისად, აღნიშნულ ოლქში ამ დროის მონაცემებით შეიძლება იყოს მეორე ტური, ვინაიდან, არცერთი კანდიდატის მხარდაჭერა 50 %-ს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში სულ 3 847 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

იხილეთ ვიდეო: ამ ეტაპზე დათვლილი მონაცემების მიხედვით, გლდანში ნიკა მელია ლიდერობს, თუმცა მოსალოდნელია მეორე ტური

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო