ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგზე კვლავ ხმაური იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მორიგ ბრიფინგზე ისევ ხმაური იყო. თამარ ჟვანიას მიერ მონაცემების გამოცხადებას "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენლის ირაკლი ჭყოიძის შეძახილები მოჰყვა.

"თქვენ ხართ გამყალბებლები, გირჩევთ, გადადექით, ქალბატონო თამარ! - მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს ჭყოიძემ.

" ნუ ავრცელებთ ამ ყალბ მონაცემებს. არ მოგცემთ ამის საშუალებას. გირჩევთ, გადადექით, თქვენ ხართ გამყალბებლები",- განაცხადა ირაკლი ჭყოიძემ.

ჭყოიძე დაცვის საშუალებით ცესკოს შენობიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის წინა ბრიფინგზე ხმაური იყო. შედეგების გამოქვეყნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა