„ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი - არცერთი მონაცემი, რასაც თამარ ჟვანია ავრცელებს, სიმართლეს არ შეესაბამება

„ერთიანი საქართველოს“ შტაბის ხელმძღვანელის და ცესკო-ში ამავე პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი ჭყოიძის განცხადებით, თამარ ჟვანია თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რადგან არცერთი ის მონაცემი, რასაც ცესკო-ს თავმჯდომარე ავრცელებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ჭყოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო პირდაპირი ძალადობა ოპოზიციურ პარტიებზე და ამომრჩეველზე.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია და ქვედა დონის კომისიები მასობრივად აყალბებენ არჩევნებს. ვერცერთი ოქმებს ვერ აბალანსებენ. ქალბატონი თამარ ჟვანია ვალდებულია გადადგეს თანამდებობიდან და შეწყვიტოს ამ ყალბი მონაცემების გავრცელება მედიით. არცერთი ის მონაცემი, რასაც თამარ ჟვანია ავრცელებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო პირდაპირი ძალადობა ოპოზიციურ პარტიებზე და ამომრჩეველზე.

მე შემიძლია ახლავე გაჩვენოთ ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ არის 1080 ამომრჩეველი, ხმა მისცა 1255-მა, ეს არის მთაწმინდის მე-18 უბანი. ასეთი ფაქტები უამრავია, რომელიც ჩვენ ოფისში გროვდება. დღეს ალბათ, მთლიანი ოპოზიცია გამოიტანს ამ ოქმებს სააშკარაოზე და მოხდება სრული ლუსტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის. მოვუწოდებ თამარ ჟვანიას, გადადგეს თანამდებობიდან, სანამ მისი რეპუტაცია არ იქნება გათელილი, როგორც გამყალბებლის“, - განაცხადა ჭყოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ კვლავ ხმაური იყო. თამარ ჟვანიას მიერ მონაცემების გამოცხადებას „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელის ირაკლი ჭყოიძის შეძახილები მოჰყვა.

„თქვენ ხართ გამყალბებლები, გირჩევთ, გადადექით, ქალბატონო თამარ! ნუ ავრცელებთ ამ ყალბ მონაცემებს. არ მოგცემთ ამის საშუალებას. გირჩევთ, გადადექით, თქვენ ხართ გამყალბებლები",- განაცხადა ირაკლი ჭყოიძემ.

ჭყოიძე დაცვის საშუალებით ცესკოს შენობიდან გაიყვანეს.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარის წინა ბრიფინგზეც ხმაური იყო. შედეგების გამოქვეყნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა