თამარ ჟვანია - ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მცდარია შეფასება, თითქოს ცესკო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რაღაცას არასწორად აკეთებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო-ს მონაცემები ზუსტია, რაც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებითაც მტკიცდება.

„კიდევ ერთხელ მინდა ყველა ჩართულ მხარეს მივმართო, ყველა ის შეფასება, რომელიც თითქოსდა იმგვარია, რომ ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებულია. ცესკო-მ რამდენიმე ათეული წელია დაამტკიცა, რომ მის მიერ დათვლილი შედეგები ზუსტია. ეს მტკიცდება, როგორც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლის შედეგებით. ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საუბნო შემაჯამებელი ოქმები, რომელიც საარჩევნო უბნებში დგება, ამ ოქმებს აკვირდება პოლიტიკური პარტიის 80 ათასზე მეტი წარმომადგენელი, 47 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი, 6 ათასამდე მედიის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები. უფრო მეტიც, არიან კომისიის წევრებიც“,-განაცხადა ჟვანიამ.

მისი თქმით, ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.

„არასერიოზული შეფასებებია, თითქოს გზაში რაღაცას ცვლის, ეს აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა, რომელიც დიდი ხანია განვითარებული საქართველოს ისტორიიდან არის წაშლილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს“,-განაცხადა ჟვანიამ.

მან მოსახლეობას მიმართა, არ აყვნენ პოლიტიკურ ინტერესს და ხელი შეუწყონ პირველ რიგში საზოგადოების ნების გამოხატულებას.

იხილეთ ვიდეო: ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს - თამარ ჟვანია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა