ირაკლი კობახიძე - დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა, გუშინ გამოავლინეს, რომ ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას

გუშინ მათ გამოავლინეს, რომ ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კობახიძე აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს.

„ბუნებრივია, დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა. ამ შემთხვევაში გუშინ მათ ის გამოავლინეს, რომ ღირსეულად ვერ დახვდნენ დამარცხებას. ნახეთ, როგორ არასწორად იქცეოდა ორი პარტიის კომისიის წევრი ცესკოში, კომისიის თავმჯდომარის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს არ აჩვენებს მაღალ პოლიტიკურ კულტურას ისევე რაც, ჩვენ ვიხილეთ ცესკოს შენობის წინ“,-აღნიშნა კობახიძემ.

მან ასევე ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქმებთან დაკავშირებით მცირე ხარვეზები დაფიქსირდა, რაც ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და შემდეგ ყოველთვის სწორდება .

„რაც შეეხება მცირე ხარვეზებს, რაც ყველა არჩევნებზე ფიქსირდება ხოლმე, ამას ბუნებრივია, რეაგირება სჭირდება. ოქმებთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, მაგალითად, აქტივობა იყო არასწორად დაფიქსირებული და შესაბამისად, ხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად სცდებოდა აქტივობის მაჩვენებელს. ეს მარტივი ხარვეზია, რომელიც ყველა არჩევნებზე ზოგიერთ უბანს ეპარება ხოლმე სამწუხაროდ. ყურადღება მიაქციეთ, რომ როდესაც ასეთი ოქმი დგება ყველა პარტიის წარმომადგენელი აწერს ხელს, შესაბამისად, მათ ყველას ერთად ეპარებათ. ესაა ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც შემდეგ ყოველთვის სწორდება, თუმცა მანამდე მოჰყვება სპეკულაციები“,-განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო