ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯამში 92 მანდატის მიღების იმედი აქვთ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3007 უბნის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად, მმართველი პარტია პროპორციული წესით 62 მანდატს მიიღებს. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს დამაჯერებელი უპირატესობა 14 ოლქში აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე პირველ ტურში მმართველ ძალას პარლამენტში 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს. საბოლოო ჯამში კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით, 92 მანდატის მიღების იმედი აქვს.

„ფორმულის შესაბამისად, პროპორციული სისტემის მიხედვით, იმ მონაცემებით, რაც არის დღეს დადებული ცესკოს საიტზე, „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული პროპორციული წესით უკვე 62 მანდატი. გარდა ამისა, დათვლილია უკვე მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატების მონაცემები და ამ მონაცემების მიხედვით, შეიძლება უკვე ითქვას, რომ მინიმუმ 14 კანდიდატს აქვს მყარად მოგებული მაჟორიტარული არჩევნები. დანარჩენ შემთხვევებში, გრძელდება დათვლა, არის შემთხვევები, სადაც უკვე გარანტირებულია მეორე ტური, თუმცა არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც შესაძლებელია პირველ ტურში არჩევნების დასრულება. აქედან გამომდინარე, მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ზუსტად 76 მანდატი უკვე აქვს გარანტირებული იმ მონაცემებით, რაც არის წარმოდგენილი. 76 მანდატი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირველსავე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას, როგორც კი შედგება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. დარჩენილია 16 გაუნაწილებელი მანდატი და თქვენ ყველა ხედავთ, რომ ეს 16-ვე მანდატი შედეგების მიხედვით, სწორედ მიეკუთვნება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ დარწმუნებულები ვართ 16-ვე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში, შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე. ეს არის, პრაქტიკულად, გარანტირებული მონაცემებით, რომლებიც არის წარმოდგენილი თქვენ წინაშე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღებთ 92 მანდატს და ეს გარანტირებული მონაცემებია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა