რელიგიის სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ყველა წმინდანის დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს ყველა წმინდანის დღეს ულოცავს.

„დღეს კათოლიკური ეკლესია ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს. საეკლესიო წლის ყოველ დღეს თავისი წმიდანები ჰყავს და მათ მიეგებათ პატივი მოცემული დღის ღვთისმსახურებაში. ყოველთა წმიდანთა დღესასწაულეზე კი იხსენიება ყველა წმიდანი ერთად, არა მარტო ცნობილნი, არამედ უცნობნიც.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ”,-აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო