ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველომ” გაიმარჯვა - №1 - ბაგრამის საავიაციო ბაზა - 93% (697 ხმა); №2 - მაზარ-ი-შარიფი - 84,7 % (111 ხმა). ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე № 1 საარჩევნო უბანი და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ № 2 საარჩევნო უბანი საქართველოს დროით 20:00 დაიხურა და საარჩევნო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართა. არჩევნების დასრულების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა.

იხილეთ ვიდეო: ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასრულდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა