ირაკლი კობახიძე - გუშინდელი არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო რა თქმა უნდა, იმ თვალსაზრისით, რომ იყო ძალიან ბევრი დესტრუქცია ოპოზიციის მხრიდან

ძალადობაზე თუ არის საუბარი, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ოპოზიციის პროვოკაციები, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი აქტივისტების რეაქციებს, ამ კუთხით ჩვენ გვქონდა წინ გადადგმული ნაბიჯები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორც აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, რომ ეს არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი 2016 წლის არჩევნების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, 2016 წელს პროვოკაციებზე მათი აქტივისტების რეაქცია ცოტა გადაჭარბებული იყო, განსხვავებით 2020 წლისგან. როგორც კობახიძე ამბობს, წელს პროვოკაციებზე მათ აქტივისტებს „მინიმალური რეაქცია“ ჰქონდათ.

„უკან გადადგმული ნაბიჯი იყო რა თქმა უნდა, იმ თვალსაზრისით, რომ იყო ძალიან ბევრი დესტრუქცია. დესტრუქციის მცდელობა იყო არა ერთ უბანზე და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედება კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. დამარჩენ პროცედურებს რაც შეეხება და მთლიანად საარჩევნო კამპანიას, ყველამ დაინახა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ყველას შეეძლო თავისუფალ რეჟიმში ამომრჩევლისთვის საკუთარი გზავნილების მიწოდება, იყო ძალიან კონკრეტული და აბსოლუტურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს რაც შეეხებოდა წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც უკვე შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან. რაც შეეხება არჩევნების დღეს, როცა ძალადობაზეა საუბარი, მე შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ბევრად მეტი პროვოკაცია მოაწყვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტების მხრიდანაც ცოტა გადაჭარბებული რეაქციები მეტი იყო. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, იყო ბევრად მეტი პროვოკაცია, მაგრამ რეაქციები იყო მინიმალური ჩვენი აქტივისტების მხრიდან. ძალადობაზე თუ არის საუბარი, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო რა თქმა უნდა, ოპოზიციის პროვოკაციები, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი აქტივისტების რეაქციებს, ამ კუთხით ჩვენ გვქონდა წინ გადადგმული ნაბიჯები,"- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა