გიორგი მარგველაშვილი - „ოცნებამ“ ვერ შეძლო ის, რაც „ნაციონალებმა“ შეძლეს: აღიარება, რომ ხალხმა ზურგი აქცია - ვერ ვხედავ ოპოზიციაში ძალას, რომელიც ამ შედეგებზე და თავის სუიციდზე ხელს მოაწერს

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი ძეგლი უნდა დაუდგას ბიძინა ივანიშვილს, როგორც მისი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მხარდამჭერს. ასე გააძლიერო ცოტა ხნის წინ წაგებული პარტია, ამას უნარი და ნიჭი უნდა, - ასე შეაფასა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგები.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ სპეციალურ გამოშვება „არჩევნები 2020-ში“ განაცხადა, ქართული სტანდარტებითაც კი არჩევნების მიმდინარეობის ასეთი ჭუჭყიანი სურათი იშვიათად ყოფილა.

„2012 წელს ვინც გავიმარჯვეთ და ვისაც გვეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებდა გამარჯვებას, ეს ხალხი დღეს ვუყურებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ის, რაც „ნაციონალებმა“ შეძლეს 2012 წელს - იმის აღიარება, რომ მათ არ აქვთ ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. „ნაციონალებმა“ შეძლეს და თვალი გაუსწორეს იმას და თქვეს, რომ ქართველმა ხალხმა დღეს ზურგი მოგვაქცია. როგორ ვერ უნდა იპოვნო საკუთარ თავში იმის ძალა, რომ მარცხი აღიარო. მე ეს მოლოდინი არ მქონდა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ მან მაშინ ამის გაკეთება შეძლო.

მე ვერ ვხედავ დღეს ოპოზიციაში რომელიმე ოპოზიციურ ძალას, რომელიც ასე ხელს მოუწერს ამ შედეგებზე „ქართულ ოცნებას“, აღიარებს და ხელს მოაწერს თავის სუიციდზე. იტყვის, რომ მე პოლიტიკიდან მივდივარ, ასე მომექცნენ, ეს დამიწერეს და რაში მაინტერესებს ახლა, მქონდეს 1-2 მანდატი პარლამენტში. ჩვენ უნდა ველოდოთ ახლა ძალიან რთულ ჭიდაობას ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად. ოპოზიციამ უნდა დაიცვას ამომრჩევლების ხმები“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია პირველ ადგილზეა გასული, ამაში ეჭვი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ შეაქვს, მთავარია რამდენი პროცენტითაა გასული.

„მნიშვნელოვანი იქნება ამას გაეცეს კანონიერი და სწორი პასუხი. რამ განაპირობა „ნაციონალების“ მთავარი წარმატება, მათ დამხმარე მთავარი ფიგურა არის ივანიშვილი. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ახალ პარლამენტი ბევრად უფრო მრავალხმიანი იქნება და უნდა იყოს. სხვა ფრაზებსაც გავიგონებთ „სისხლიანი 9 წლისა“ და „თქვე უნიათოებოს“ გარდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო