ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული

მოცემული დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული. როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საჩივრების უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა, 280 შემთხვევაში, კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, მაგალითად, უბნის შედეგების ბათილობაზე დაწერილია 45 საჩივარი, გადასატანი საარჩვენო ყუთის ბათილობაზე - 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოთხოვნილია 23 შემთხვევაში.

მიქელაძემ განმარტა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ასევე ორდღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ერთი დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ ერთი დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს