ცესკო განმარტავს, რომ სოციალური ქსელით გავრცელებული საუბნო შემაჯამებელი ოქმები ე.წ. სპეციალურ უბნებს ეხება, სადაც ამომრჩეველს პროპორციული წესით უწევს ხმის მიცემა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ სოციალური ქსელით გავრცელებული საუბნო შემაჯამებელი ოქმები ე.წ. სპეციალურ უბნებს ეხება, სადაც ამომრჩეველს პროპორციული წესით უწევს ხმის მიცემა.

ამასთან, ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, თუკი რაიმე გადაცდომა მართლაც არსებობს, ამას საარჩევნო ადმინისტრაცია შეისწავლოს და კანონით დადგენილ ფარგლებში, მასზე რეაგირებას მოახდენს.

“პარლამენტის არჩევნები გაიმართა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. შეგიძლიათ ყველა წლების მონაცემები ნახოთ - კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე, პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობას უფრო მეტი ამომრჩეველი იღებს, ვიდრე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ჩვენ სოციალური ქსელით გავრცელებული სხვადასხვა საუბნო შემაჯამებელი ოქმები ვნახეთ, რომელთა დაკავშირებითაც გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ოქმები გაყალბებული იყო. ერთ-ორ შემთხვევაში შესაძლოა, გადაცდომას ადგილი ჰქონდა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, რა ინფორმაციაც არის გავრცელებული - ეს არის სპეციალური უბნები, რომელიც გახსნილი იყო სტაციონარულ დაწესებულებებში. აქ ხმის მიცემის პროცუდურა არის შემდეგ - პროპორციული სისტემით ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა! ასევე ავღანეთში, საზღვარგარეთ არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა