ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი - კენჭისყრის დღეს ან მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება,  მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არაა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის განცხადებით, კენჭისყრის დღეს ან მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი არაა. ამის შესახებ ტინი კოქსმა არჩევნების შედეგების და ოპოზიციის მხრიდან დღეს დაანონსებული აქციის კომენტირებისას აღნიშნა. მან მხარეებს მოუწოდა, ჯერ საბოლოო შედეგები ნახონ და ამის შემდეგ განიხილონ შესაძლებლობების გამოყენება.

„ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ უპირველეს ყოვლისა, ჯერ ნახონ შედეგები, გადახედონ შედეგებს და შემდეგ თუ საჭირო იქნება გამოიყენონ შესაძლებლობები გასაჩივრების მიმართულებით. მაგრამ, იმავე დღეს და მეორე დღესვე გაპროტესტება და გასაჩივრება არაა მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი. თუნდაც დემონსტრაციების მოწყობა, არაა საუკეთესო ნიშანი იმისა, რომ პატივს სცემთ თქვენი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტინი კოქსიმ.

მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები თავისუფლი იყო, თუმცა ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით.

"შეიძლება ითქვას, რომ ეს თავისუფალი არჩევნები იყო, ვერ ვიტყვით, რომ სამართლიანი არ იყო, მაგრამ გაუმჯობესება ბევრი ასპექტითაა საჭირო, მაგალითად, მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა. თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არადა ქვეყანა ღარიბია და ლიმიტი არაა დაწესებული, ეს საფრთხეს ქმნის. ამიტომ, ევროპის საბჭო და ოდირი ხშირად ითხოვს, რომ დადგინდეს გარკვეული ჩარჩო. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ საიდან მოდის ეს თანხა და როგორ იხარჯებოდა ასევე, რაღაც დონეს რომ არ გადააჭარბებს. საბოლოო ჯამში მისალოცია, რომ არჩევნები მშვიდობიანად გაიმართა, რაც ყოველთვის არ ხდება ხოლმე და მაინც ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით",-აღნიშნა მან.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში