ნინო ბურჯანაძე - ჩემი პარტიის პარლამენტში შესვლა-არშესვლა იმაზეა დამოკიდებული, გაჩუმდება თუ არა ნინო ბურჯანაძე და ივანიშვილს გაუგზავნის მესიჯს, იქნება თუ არა მეტ-ნაკლებად მორჩილი

ვინც რა არ უნდა თქვას დედამიწის ზურგზე, როგორც 2016 წლის არჩევნები იყო გაყალბებული, გაყალბდა დღესაც და ეს 10 და კიდევ მეტ პარტიას გაუკეთეს, - ამის თაობაზე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დაშინების ფონზე, როცა სუს-ი ყიდულობდა კომისიის წევრებსა და მოქალაქეებს.

„ჩემი პარტიის პარლამენტში შესვლა-არშესვლა იმაზეა დამოკიდებული, გაჩუმდება თუ არა ნინო ბურჯანაძე და ივანიშვილს გაუგზავნის მესიჯს, იქნება თუ არა მეტ-ნაკლებად მორჩილი. რამდენი პროცენტიც არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო ბარიერი, ბურჯანაძე პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა