გიორგი ვაშაძე - პარლამენტის ბოიკოტირებისკენ ვიხრები - ვადამდელი არჩევნები ერთ-ერთი გზაა, რა გზითაც შეიძლება წავიდეთ

„მე ვიხრები პარლამენტის ბოიკოტირებისკენ, მაგრამ ველოდები სხვების გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად იქნას ცნობილი, ამისთვის ოპოზიციას სერიოზული მუშაობა გვჭირდება, მივდივართ ახლა აქციაზე, ამ აქციაზე გამოვაცხადებთ შემდეგი აქციის თარიღს და გარკვეულ სამოქმედო გეგმას. მეოთხე, რომ ზოგიერთმა პარტიამ ითხოვა დრო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ პარლამეტნში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით. მე მხარს ვუჭერ საერთო ოპოზიციურ კონსესუსურ გადაწყვეტილებას. ვიხრები პარლამენტის ბოიკოტირებისკენ, მაგრამ ველოდები სხვების გადაწყვეტილებას. ვადამდელი არჩევნები ერთ-ერთი გზაა, რა გზითაც შეიძლება წავიდეთ ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო