ტინი კოქსი - თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას - არადა ქვეყანა ღარიბია, ეს საფრთხეს ქმნის!

თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას - არადა ქვეყანა ღარიბია, ეს საფრთხეს ქმნის! - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტინი კოქსიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები თავისუფლი იყო, თუმცა ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით.

„მაგალითად, მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა. თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, არადა, ქვეყანა ღარიბია და ლიმიტი არაა დაწესებული, ეს საფრთხეს ქმნის. ამიტომ, ევროპის საბჭო და ოდირი ხშირად ითხოვს, რომ დადგინდეს გარკვეული ჩარჩო. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საიდან მოდის ეს თანხა და როგორ იხარჯებოდა, ასევე რაღაც დონეს რომ არ გადააჭარბებს. საბოლოო ჯამში, მოსალოცია, რომ არჩევნები მშვიდობიანად გაიმართა, რაც ყოველთვის არ ხდება ხოლმე და მაინც ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი სამართლიანობის კუთხით“, - განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა