არჩილ თალაკვაძე შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე - ასეთი არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, სავარაუდოდ, მასში ჩართულნი იყვნენ ჩვენი კონკურენტი პარტიები

ასეთი არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, სავარაუდოდ, მასში ჩართულნი იყვნენ ჩვენი კონკურენტი პარტიები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, მსგავს ფაქტებს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და გამოიძიებენ.

„რაც შეეხება შესაძლო მოსყიდვას და ე.წ. ფულის დარიგების ფაქტებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ასეთ ფაქტებზე არის საქმეები აღძრული. მახსენდება ფაქტები, როცა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პირდაპირ, სავარაუდოდ, არიგებდნენ თანხას, მათ შორის იყო გორში ფაქტი, როცა ოფისთან ხდებოდა თანხების გაცემა მოქალაქეებზე. ასეთი არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, სავარაუდოდ, მასში ჩართულნი იყვნენ ჩვენი კონკურენტი პარტიები, თუმცა, ამას არა პოლიტიკური პარტია, თუნდაც, მმართველი, არამედ შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და გამოიძიებენ, ჩვენი მხრიდან არ იქნება არცერთი პრეცედენტი დაშვებული, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხელი დააფარა ან სცადა რომელიმე დარღვევაზე ნაკლები რეაგირების უზრუნველყოფა ან ყურადღების მიღმა ამ ფაქტის დატოვება,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე