ეუთო - ბუნდოვანმა ზღვარმა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, არჩევნების პროცესის გარკვეული ასპექტის მიმართ სახალხო ნდობა შეამცირა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულობით ხასიათდებოდა და საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა, გავრცელებულმა ცნობებმა ამომრჩეველთა მიმართ განხორციელებულ წნეხზე და ბუნდოვანმა ზღვარმა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის შეამცირა სახალხო ნდობა პროცესის გარკვეული ასპექტების მიმართ, - ამის შესახებ აღნიშნულია ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინასწარ დასკვნაში.

წინასწარი დასკვნის ქვეთავში, რომელიც კონკრეტულად საარჩევნო დღეს განიხილავს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზეც დაკვირვება განხორციელდა, ხმის მიცემის პროცესი გამჭვირვალე იყო და პროცედურები ძირითადად დადგენილი წესის მიხედვით ხორციელდებოდა.

„ხმის მიცემის ფარულობა ძირითადად დაცული იყო, თუმცა, პერმანენტულმა ვიდეო-ფოტო გადაღებამ იმისა, თუ როგორ აძლევდნენ ამომრჩევლები ხმას, პოტენციურად დაძაბული გარემოს შექმნას შეუწყო ხელი იმ უბნებში, რომლებზეც დაკვირვება განხორციელდა. პარტიული წარმომადგენლებისა და სამოქალაქო დამკვირვებლების დიდმა რაოდენობამ, აღნიშნულ უბნებზე ხალხმრავლობა გამოიწვია. დამკვიდრებული სამოქალაქო სადამკვირვებლო სამოქალაქო ჯგუფების გარდა, უბნებზე შეინიშნებოდა რამდენიმე ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც პარტიული ნდობით იყო აღჭურვილი და ძირითადად მმართველ პარტიას წარმოადგენდა. ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული დამკვირვებლები ერეოდნენ კომისიის წევრების სამუშაოში და აქტიურად განსაზღვრავდნენ იმას, თუ ვინ უნდა შემოსულიყო საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორებისა და აქტივისტების დამაშინებელი თანდასწრება, ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველთა თვალყურის დევნების მიზნით. დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის კომისიასთან გლდანში, თბილისში - რომელიც 6 პირის დაკავებით დასრულდა.

ამას გარდა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხმების დათვლის პროცესი ძირითადად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, თუმცა ხშირად ის გაჭიანურებული იყო.

„პროცედურები ძირითადად სრულდებოდა, თუმცა უმნიშვნელო შეუთავსებლობით. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პარტიული დამკვირვებლები ხელს უშლიდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას. იმ შემთხვევებში, სადაც დაკვირვება განხორციელდა, თავდაპირველ ეტაპებზე საუბნო დონეზე ხმების დათვლის პროცესი კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე იყო. ოდირი და შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისია შემდგომ დღეებშიც გააგრძელებს ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებას“, - აღნიშნულია წინასწარ დასკვნაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა