ხატია დეკანოიძე - ეს ბრძოლა არ გაჩერდება ახალ არჩევნებამდე, ნუ გგონიათ, რომ დავიღლებით და ფარ-ხმალს დავყრით

ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩავატარებთ ახალ არჩევნებს, ცესკო-ს თავისუფალი თავმჯდომარით და ადმინისტრაციით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები არალეგიტიმური და მოპარულია.

„გუშინ ჩვენ თავისუფალი მომავალი ბიძინა ივანიშვილმა თავისი ჭკუით წაგვართვა, მაგრამ მინდა ვუთხრა ოლიგარქს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დგას მის სამსახურში, არ გეგონოთ, რომ დავთანხმდებით იმას, რასაც გვთავაზობთ. არ გეგონოთ, რომ დავთანხმდებით იმას, რაც რუსეთს და მის მონა ოლიგარქს უნდა. ახლა გადმოაგდეს თბილისში მეორე ტურები, რაღაც პროცენტები, თამარ ჟვანიას რაღაც გაუგონარი განცხადებები - ვისაც მაგის სჯერა, ის ადამიანები არიან თქვენი მსახურები. ეს ბრძოლა არ გაჩერდება, ახალ არჩევნებამდე. ნუ გგონიათ, რომ დავიღლებით და ფარ-ხმალს დავყრით, ნუ გგონიათ, რომ ცოტანი ვართ“,-განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა