თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია ვიყოთ უკომპრომისო და არ შევეგუოთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, რაც დაგვიდო ივანიშვილმა და ნანა დევდარიანად ქცეულმა თამარ ჟვანიამ

„ამ გაყალბების შედეგად მიღებული არჩევნების ფონზე, პარლამენტში შესვლა დაუშვებელია",- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს შეეგუება, ეს დანაშაულის ტოლფასი იქნება.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია იყოს კონსოლიდირებული, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუნდაც ის ენერგია, რომელიც არჩევნებამდე "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიქმნა. ამიტომ, გვინდა, რომ ეს ენერგია არჩევნების შემდეგაც შევინარჩუნოთ. ახლა მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ლეგიტიმურად არ ვცნობთ ამ არჩევნებს. შესაბამისად, ახალ არჩევნებს მოვითხოვთ, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და არა თამარ ჟვანიას, რომელიც სამწუხაროდ, ნანა დევდარიანის გზას დაადგა, როდესაც ვიხილეთ, რომ გააჭიანურა არჩევნების შედეგების გამოცხადება იმიტომ, რომ გაეყალბებინა ოქმები. ჩემი აზრით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ უკომპრომისო და არ შევეგუოთ იმ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, რაც დაგვიდო ბიძინა ივანიშვილმა და ნანა დევდარიანად ქცეულმა თამარ ჟვანიამ, რომელსაც უნდა 2003 წელი გაიმეოროს. ახლა შემგუებლობა ოპოზიციის მხრიდან დანაშაულია, რადგან ქართველმა ხალხმა გუშინ გააკეთა არჩევანი, როდესაც უთხრა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას - არა",-განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს