მამუკა მდინარაძე - გულწრფელი რომ ვიყო, ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ საარჩევნო შედეგით, „ოცნებამ“ პროგრამა მინიმუმი  შეასრულა

ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ საარჩევნო შედეგით, „ქართულმა ოცნებამ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შედეგებთან დაკავშირებით მეტი მოლოდინი არსებობდა.

"ჩვენც კი არ ვართ კმაყოფილები, შედარებით მეტი მოლოდინი გვქონდა, თუმცა, პროგრამა მინიმუმი "ქართულმა ოცნებამ " შეასრულა, რომლის მიხედვითაც ის უმრავლესობას დააკომპლექტებს, ჩვენ ამას ვამბობდით, რომ მობილიზებული გვყავდა დაახლოებით მილიონამდე ამომრჩეველი, ამდენი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებთან, ოპოზიციურმა პარტიებმაც მოახერხეს საერთო ჯამში დაახლოებით ამდენივე ამომრჩევლის მობილიზება, გაიზარდა აქტივობა და ბუნებრივია, შესაბამის პროცენტზე, ჩვენს მონაცემზე ამან ასახვა ჰპოვა. აქედან გამომდინარე, გამოვიდა არჩევნები, რომლითაც შეიძლება ბოლომდე კმაყოფილი არც ერთი პარტია არ არის, მაგრამ ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი,"- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო