ალეკო ელისაშვილი - ცესკო და „ქართული ოცნება“ დაგეგმილად გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, ამაზე ბრძოლით უნდა გავცეთ პასუხი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ის უნდა ჩაატაროს პატიოსანმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და „არა იმ გამყალბებელმა სტრუქტურამ, რომელიც ახლა არსებობს“. მისივე განცხადებით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში არ უნდა შევიდნენ.

„ორი რამ ვიცი - ერთი, რომ უნდა ვიბრძოლოთ. ბრძოლა უნდა იყოს შეურაცხყოფაზე პასუხი, ვინაიდან გუშინ არჩევნები არ ჩატარებულა, გუშინ იყო შეურაცხყოფა ყველასი. ცენტრალური საარჩევნო კომისია და „ქართული ოცნება“ ერთობლივად, დაგეგმილად გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. ამაზე ბრძოლით უნდა გავცეთ პასუხი და მეორე არის ის, რომ ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში და არ უნდა შეუქმნას ლეგიტიმაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაატაროს პატიოსანმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და არა იმ სამარცხვინო გამყალბებელმა სტრუქტურამ, რომელიც გვაქვს. ეს არის მთავარი მიზანი და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა