გიგი უგულავა - არ გვჭირდება ზედმეტი გეგმები - ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

არ გვჭირდება ზედმეტი გეგმები და ა.შ. აქ გადაწყვეტს მოვიდეს ხალხი, აქ მოვა, „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაწყვეტენ მისვლას, იქ მივალთ, ასე იქნება აქციები, თავისუფალი ადამიანების თავისუფალი აქციები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აქციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა თავისუფალი არჩევნებია.

„თავისუფალი ადამიანები გადაადგილდებიან ქალაქის მასშტაბით და აქვთ სურვილი, რომ გადაადგილდნენ თავისუფლად. ეს ხეივანი, რომელსაც ქართლის დედასთან მიყავხარ, ჩახერგილია. უკანა ეზოდ აქცია და ხალხს არ უშვებს საჯარო ტერიტორიაზე ანუ ქართლის დედასა და ხალხს შორის ჩამდგარია პოლიცია და ბაყბაყდევი ივანიშვილი. ჩვენი მოთხოვნებია თავისუფალი არჩევნები, არ გვჭირდება ზედმეტი გეგმები და ა.შ. აქ გადაწყვეტს მოვიდეს ხალხი, აქ მოვა, „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაწყვეტენ მისვლას, იქ მივალთ. ასე იქნება აქციები, თავისუფალი ადამიანების თავისუფალი აქციები. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მეტს არაფერს არ ვითხოვთ. მეტს ვერაფერს ვერ მიიღებ ივანიშვილისგან. ერთადერთი, რაც ჩვენია და არა ივანიშვილის იმას ვითხოვთ. ჩვენი არის თავისუფალი არჩევნები“, - განაცხადა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო