გლდანის ყველა უბნის შედეგებით, ნიკა მელიამ 43,88 %, ლევან კობიაშვილმა კი 42,69 % მიიღო

გლდანის ოლქში 115-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლა დასრულდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა - 43,88 % “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიიღო.

მელიას 1 %-ზე ნაკლებით ჩამორჩება „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი, რომელსაც 42,69 %-იანი მხარდაჭერა უფიქსირდება.

იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50 %-ზე მაღალი მხარდაჭერა ვერ დააგროვა, გლდანში, თბილისის სხვა მაჟორიტარული ოლქების მსგავსად, მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს მელია და კობიაშვილი დაუპირისპირდებიან.

მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.

იხილეთ ვიდეო: გლდანის ყველა უბნის შედეგებით, ნიკა მელიამ 43,88%, ლევან კობიაშვილმა კი 42,69% მიიღო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა