პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა, - ეს ინფორმაცია ინტერპრესნიუსს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას კორონავირუსი დაუდგინდა, ხანგრძლივი კომუნიკაციის გამო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა.

ცნობისთვის, ამის თაობაზე პრემიერმა განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა