პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს. ოპოზიციის მხარდამჭერები და ლიდერების ნაწილი პარლამენტის წინ კვლავ რჩება, თუმცა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დროებით შეჩერებულია.

კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წინ აქცია 16:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არჩევნების შედეგების აღიარება არ მოხდეს.

ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის პროტესტის მიზეზი ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გახდა.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერს ჩატარდა. ყველა უბნის დათვლის შედეგად ცესკოს წინასწარი მონაცემებით მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ლიდერობს, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 48.15 % მოიპოვა. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა" გავიდა, რომელსაც ამომრჩეველთა 27.14% უჭერს მხარს.

სხვა პარტიების შედეგები კი ასე ნაწილდება:

“ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.78%, "პატრიოტთა ალიანსი" - 3.14% , "სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15% , “ლელო“ - 3.15% , “გირჩი“ – 2.89% , “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.33 % , "ლეიბორისტული პარტია" – 1%, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ -0.85%.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა