ანა დოლიძე - ცესკოს შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა არჩევნები გააყალბეს

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები გააყალბა.

ცოტა ხნის წინ ის ცესკო-ს შენობასთან მივიდა, სადაც შესვლის საშუალება არ მისცეს.

„სად ვცხოვრობთ ხომ ჩანს, ცესკო გარდაქმნილია ინსტიტუტად, რომელსაც საღამოს, ბავშვთან ერთად გამოსული ერთი მოქალაქისაც ეშინია. სამარცხვინოა! სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამოშორებული ვიყავი საარჩევნო პროცესებს პირადი ტრაგედიის გამო, რადგან გარდამეცვალა ოჯახის წევრი.

როგორც ჩანს, ამ პერიოდის განმავლობაში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჩამიტაროს პატარა კოცონთან თამაში ( დიდუბე-ჩუღურეთს ვგულისხმობ) მაშინ, როდესაც ქვეყანაში დანთებულია დიდი ცეცხლი. ეს დიდი ცეცხლი არის ის, რაზეც მე ვყვიროდი 31 ოქტომბრის 20:00 საათიდან, როცა მივედი ისნის მეოთხე საარჩევნო უბანზე და ვნახე, რომ ცესკო, რომელსაც ერთი მოქალაქისაც ეშინია, დილით უბანზე მისულ ამომრჩეველს სახლში უშვებდა.

2 დღის განმავლობაში ჩემი კამპანია არ გაჩერებულა სარჩელების წერით, 2 დღეა არ მომიკლია ამ ორგანოსთვის ყურადღება იმის ჩვენებით, რომ ხან „კაწროს“ მოყვანით, ხან ჩემი წარმომადგენლების ცემით, ხან ხალის უბნიდან გატრიალებით , ხან ფულის ჩაჯიბებით, ხან ძველი ბიჭებით, ამ ორგანომ ხელისუფლების სასარგებლოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გააყალბა არჩევნები“,- განაცხადა დოლიძემ.

ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„დიდუბე-ჩუღურეთი არის ერთ-ერთი კერა, სადაც არჩევნები გაყალბდა, სადაც ამ შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა გააყალბეს არჩევნები. დღეს თავიანთი მაქინაციებიც ცდილობენ, მეც ჩამითრიონ ბრძოლაში. პირველივე დღიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ვამბობ, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, ცესკომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქთან დაკავშირებით მონაცემები შეცვალა.ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 104-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლის შედეგად, 20,99 %-იანი მხარდაჭერით (14 438 ხმა) მეორე ადგილზე ოპოზიციონერი დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე იმყოფებოდა, რომელიც მხოლოდ 9 ხმით (14 429 ხმა, 20,97 % ) უსწრებდა გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ცესკომ საიტზე მონაცემები შეცვალა, რითაც მეორე ადგილზე უკვე ზურაბ ჯაფარიძეა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ჯაფარიძემ 21,09 % (14529 ხმა) მიიღო, ანა დოლიძემ კი 20,96 % (14438 ხმა).

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო