ხატია დეკანოიძე და აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება რუსთაველის გამზირზე და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს, ისიც მათ გვერდით იქნება.

„სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება რუსთაველის გამზირზე, რა თქმა უნდა, აქ ვიქნები. ნამდვილად ვერ დავტოვებ ამ ხალხს. ახლა კარავი არ გვაქვს გაშლილი, ახალგაზრდებთან ერთად ვდგავართ და ვსაუბრობთ. ჩემი პროტესტის გამოხატვის ფორმაა. პროტესტის გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, მათ შორის კანონი არ კრძალავს არც კარვის გაშლას და არც პროტესტის გამოხატვას. ამიტომ, სანამ ერთი ადამიანი მაინც გამოთქვამს პროტესტს, მეც აქ ვიქნები“,-განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ადგილზე სიმშვიდეა და ახალგაზრდები არიან შეკრებილები.

ის ხელისუფლებას ურჩევს, აქციის მონაწილეების დაშლას არ შეეცადოს.

„ხელისუფლებას აქციის დაშლას არ ვურჩევდი“,-განაცხადა დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, დღეს, ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩენა გადაწყვიტა. ოპოზიციის მხარდამჭერები დღეს ადგილზე კარვის გაშლას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა