დონალდ ტრამპი - ევროპამ დრაკონული „ლოქდაუნი“ დააწესა, რა ჯანდაბას აკეთებენ?

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრმაპი ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს „დრაკონულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ შეზღუდვები არაეფექტურია, ვინაიდან შემთხვევები როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში იზრდება.

„ევროპამ დრაკონული „ლოქდაუნი“ დააწესა, მაგრამ დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები იზრდებოდა. ახლა ეს ყველაფერი ხელახლა უნდა გაიმეორონ. რა ჯანდაბას აკეთებენ? ვფიქრობ, წავალ და ავუხსნი“, – განაცხადა ტრამპმა მიჩიგანში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ამერიკაში კარანტინი აღარ დაწესება. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჯო ბაიდენს ამერიკელების ჩაკეტვა სურს.

„არანაირი ლოქდაუნი აღარ გვექნება. ჯო ბაიდენის მიზანი ლოქდაუნის დაწესებით თქვენი სახლში დაპატიმრებაა,“- აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ავსტრიამ და საფრანგეთმა, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ახალი შეზღუდვები დააწესეს. მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააანონსა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც. მისი თქმით, ახალი შეზღუდვები მიმდინარე კვირის ხუთშაბათს ამოქმედდება და ძალაში დეკემბრის დასაწყისამდე დარჩება.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - ევროპამ დრაკონული "ლოქდაუნი" დააწესა, რა ჯანდაბას აკეთებენ?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა