გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს - გმადლობთ, არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს, დევიდ მაკალისტერს, მარინა კალიურანდს, სვენ მიქსერსა და ვიოლა ფონ კრამონს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მადლობას უხდის.

„გმადლობთ დევიდ მაკალისტერ, მარინა კალიურანდ, სვენ მიქსერ და ვიოლა ფონ კრამონ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების გამო. ხალხის ხმა გაისმა საარჩევნო ყუთთან და გამარჯვებული პარტია უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება მის სახალხო მანდატს“, – წერს გახარია „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, დევიდ მაკალისტერმა, მარინა კალიურანდმა, სვენ მიქსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროპარლამენტარები “ევროკავშირის ძირითად პარტნიორს, საქართველოს, რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზებას” ულოცავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო