აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთი აღდამისა და აღჯაბედის რაიონებს ბომბავს

სომხეთი, 2 ნოემბერის დილის 06.00 საათიდან, აღდამისა და აღჯაბედის რაიონებს ბომბავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ დღის განმავლობაში, ისევე როგორც 2 ნოემბრის ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის შენაერთების პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს სხვადასხვა იარაღის, მათ შორის არტილერიისა და რაკეტების გამოყენებით ესხმოდნენ თავს.

„საბრძოლო ოპერაციები ძირითადად აღდამის, ხოჯევანდისა და გუბადლის მიმართულებებით ხორციელდებოდა. ამ დროისთვის, ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა, რის შემდეგაც მთიან ყარაბაღში ცეცხლი არ წყდება. კონფლიქტს, ორივე მხრიდან, ასობით ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების, სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა