პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, - წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი გუშინ პრემიერის დაცვის კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა